"იანვარი თებერვალი მარტი"
ALL-P METAL- ის მხარდაჭერით, 18-ე საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენაზე
La
Biennale di Venezia საქართველოს ეროვნული პავილიონი წარმოადგენს პროექტს “იანვარი თებერვალი მარტი”. კვლევაზე დაფუძნებული გამოფენა დუშეთის რაიონში
ხელოვნურად გარდაქმნილ დასახლებას ეხება.
“იანვარი, თებერვალი, მარტი”
დროის დინებისა და ენერგიის ურთიერთმიმართებას იკვლევს. თვითნაბადი სიცოცხლის - ენერგიის,
მისი ათვისების, განაწილებისა და შენარჩუნების ადამიანურ მეთოდებს - ენერგიის პოლიტიკას;
ამ პოლიტიკის დროებითობასა თუ მუდმივობას საერთო ისტორიულ რეალობაში. მკვდარი და ცოცხალი
ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით, პროექტი სიმბოლურად ფოკუსირება წყალსაცავებზე,
მათ გაჩენაზე და მათი ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე.
ნამუშევრის მთავარი იდეა კვლევის პროცესში ნაპოვნი არტეფაქტებით არის შთაგონებული.
მისი მცდელობა ადგილის მეხსიერების პრიმიტიული არქეტიპების მეშვეობით რეკონსტრუქციაა
- ქალაქი, ქუჩა, სახლი, ეკლესია... დამშრალი მდინარეების გარშემო ჩამოყალიბებული ცოცხალი
და უსიცოცხლო ლანდშაფტების თანაკვეთა მეტაფორულად უკავშირდება დალექილი შლამის მასალისგან
ჩამოყალიბებულ, ჩაძირულ აბსტრაქტულ ფორმას“, -
განმარტავენ პროექტის ავტორები.
ALL-P METAL-თან ერთად პროექტი ხორციელდება ALL-P GROUP-ის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს, თბილისის
მერიის, TBC კონცეპტის, შემოქმედებითი ევროპის და PolyForm.Lab-ის მხარდაჭერით.