contact@all-p.ge
საქართველო, თბილისი
ლიბანის ქ. 6ვ
"ელთიბი" დაარსდა 2004 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტს. თანამშრომლობს ევროპის და თურქეთის მოწინავე ბრენდებთან.
"ვენდი'ს" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ ლიცენზირებულ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში.
"ნოსტე" ქათმის ნატურალური ხორცპროდუქტების კომპანიაა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანხვედრას HACCP-ის სტანდარტებთან. კომპანიის პროდუქცია ხელმისაწვდომია თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მასშტაბით.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" უალკოჰოლო, სასმელების ყველაზე მსხვილი კომპანიის - The Coca-Cola Company’-ს ლიცენზირებული ბოთლერია საქართველოში.
„კოკა-კოლა“ აშშ-ში -ატლანტაში (ჯორჯიას შტატი) 1886 წელს შეიქმნა და დღეს უალკოჰოლო გაზირებული სასმელის მსოფლიო ბრენდია.
ფარმააცეპტული პროდუქტების იმპორტიორი, ერთ- ერთი მსხვილი სააფთიაქო ქსელი.
„იმპექსფარმი“ 1999 წლიდან ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკური ბრენდების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან და დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
კომპანია 100-ზე მეტი მედიკამენტების მწარმოებელთან თანამშრომლობს, რომლებიც პრეპარატებს საერთაშორისო ფარმაცევტული GMP სტანდარტების შესაბამისად აწარმოებენ.
"გრინვეი" სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში.
კომპანია ფლობს 26 სერვის ცენტრს, აქედან 10 ცენტრი განთავსებულია თბილისში, 16 კი რეგიონებში.
გოფრირებული მუყაოს უმსხვილესი მწარმოებელი საქართველოში. კომპანია დაარსდა ჯერ კიდევ 2016 წელს, საერთო ფართი: 52,000 მ2, საწარმოო ობიექტი: 16,000 მ2, თვიური სიმძლავრე: 10 მლნ მ2 მუყაო, დასაქმებულია 150 ადამიანი.
შპს „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით. თბილისსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“.
სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში. მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში.
საქართველოში ,,მაკდონალდსის” პირველი რესტორანი თბილისში, 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა. ,,მაკდონალდს საქართველო” ახლა უკვე 18 რესტორნითა და 1000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით ოპერირებს.
მტკვარი ჰესი ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. ჰესის დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ. იქნება, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 251,5 მლნ. კვ.მ-სთ.-ს უტოლდება.
მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში.
"ტერმინალი" პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა Co-Working ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.
დღესდღეობით "ტერმინალის" ფილიალები თბილისსა და ბათუმშია წარმოდგენილი.
სითი მოლი საბურთალო წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდ მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრს, რომელიც აერთიანებს ოთხასზე მეტ ბრენდულ მაღაზიას, სპორტულ, გასართობ და მოსასვენებლ სივრცეებს, ასევე, ყველაზე დიდ კვების ზონას. აღნიშნული სერვისების ხელმისაწვდომობა სავაჭრო ცენტრს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, რაც გამოიხატება მომხმარებელთა დიდ რაოდენობაში.
"ლიბო გრუპი" გაყიდვების სფეროში მოღვაწე, წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა. ახორციელებს სამომხმარებლო და ჰიგიენური საშუალებების დისტრიბუციას, როგორც საქარველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ. დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს გაყიდვების სფეროში.
ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელიც 1915 წელს თელავის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთით დაარსდა და თითქმის საუკუნეა, რაც სექტორის ერთ -ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.
"ევროთრეიდი" საერთაშორისო სტანდარტების მქონე სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა პროდუქციისა და მომსახურების მრავალფეროვნებით.
რაჭაში მდებარე ღვინის ქარხანა "ბუგეული" აწარმოებს მაღალი ხარისხის ღვინოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის.
Dunkin' ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელს წარმოადგენს, რომელიც 70 წელზე მეტია არსებობს და მსოფლიოს 45 ქვეყანაში 12 000-ზე მეტ ობიექტს ითვლის.
საქართველოში Dunkin’ 9 ქალაქში 57 რესტორნითაა წარმოდგენილი.