"ოლ-პი მეტალი" "კოლორ გრუპის" დაკვეთით ახალ პროექტს იწყებს
![](images/newmedia/51AE015A-2FEF-B3C4-AECA-973A1E830AAF.jpg)
„ოლ-პი მეტალმა“ „კოლორ გრუპის“ სასაწყობო ობიექტზე დაიწყო მუშაობა. თანამშრომლობის ფარგლებში, „ოლ-პი მეტალი“ დამკვეთისთვის ლითონკონსტრუქციების დამზადება-მონტაჟსა და ფასადის სენდვიჩ პანელებით მოწყობის სამუშაოებს ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის ფართობი 1188კვ.მ-ია და გარდაბანის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს.