ლითონკონსტრუქციების საწარმო
“ოლ-პი მეტალი” აწარმოებს ლითონკონსტრუქციებს და უზრუნველყოფს მათ სამონტაჟო სამუშაოებს. კომპანია დამკვეთებს ხიდური ამწის დამზადება-მონტაჟს, საჭიროების შემთხვევაში კი მათ რესტავრაციას სთავაზობს. “ოლ-პი მეტალის” სერვისებს შორისაა სენდვიჩ პანელების მონტაჟი. გარდა ამისა, კომპანია ამზადებს თუნუქის აქსესუარებს და პასუხისმგებელია მათ სამონტაჟო სამუშაოებზე. სერვისებს შორისაა ნებისმიერი სირთულისა და დანიშნულების ლითონის ყალიბების დამზადება. “ოლ-პი მეტალის” მომსახურება მოიცავს ლითონის ელემენტებს განსხვავებული დიზაინერული თუ ფუნქციური ფორმით: სახანძრო კიბეები, უსაფრთხოების მოაჯირები, ლიფტის შახტები, ვიტრაჟები, სხვადასხვა დანიშნულების კარი და ღობე და ა.შ.
“ოლ-პი მეტალი” დაკომპლექტებულია გამოცდილი ინჟინრებისგან. პროფესიონალი კადრები კომპანიას საშუალებას აძლევს, დამკვეთს შესთავაზოს მასზე მორგებული კონსტრუქციული გადაწყვეტები. აღნიშნული კი პროექტის და თანხმლები ბიუჯეტის ოპტიმიზაციას იწვევს. მცირდება როგორც მშენებლობის ვადა, ასევე - ხარჯები. სამუშაო პროცესი შრომის უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს, სამშენებლო მოედანზე “ოლ-პი მეტალის” შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.
“ოლ-პი მეტალი” 2019 წელს დაარსდა. იგი ქართული სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენლის “ელემენტ ჰოლდინგის” შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. მასშტაბების ზრდამ კომპანია ახალი მიზნების წინაშე დააყენა. პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერის ფარგლებში, 11 000 კვ.მ. ტერიტორიაზე, არსებული საწარმოს გაფართოება მიმდინარეობს.