"ოლ-პი მეტალმა" "ევროთრეიდის" ობიექტზე მუშაობა დაასრულა

“ოლ-პი მეტალმა“ ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის „ევროთრეიდი“ მულტიფუნქციურ კომპლექსზე მუშაობა დაასრულა.
პროექტი საკმაოდ მასშტაბურ, 2458.1კვ.მ-ზე განთავსებულ, ინდუსტრიულ ნაგებობას წარმოადგენს, სადაც „ოლ-პი მეტალის“ ჩართულობით, ლითონკონსტრუქციების მონტაჟი და სენდვიჩ პანელებით მოპირკეთების სამუშაოები შესრულდა. პროექტი დაგეგმილი ვადების დაცვით განხორციელდა.